მიხეილ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის, ივანე ჩხაიძის თქმით, იანვრის მანძილზე წითელას 16 შემთხვევა იყო, რაც საგანგაშო მაჩვენებელი არ არის. მისივე ცნობით, 2023 წელს ჯამში 26 შემთხვევა იყო აღრიცხული. –
“ქვეყანაში მნიშვნელოვანი მატება წითელას დადასტურებული შემთხვევების არ გვაქვს. იანვრის მანძილზე 16 შემთხვევაა წითელასი, თუმცა თუ შევხედავთ 2023 წლის სტატისტიკას, იქ მთელი წლის მანძილზე გვქონდა 26 – აქ ერთ თვეში გვაქვს 16. თუ ასეთი ტენდენცია გაგრძელდება და სავარაუდოდ, გაგრძელდება, ჩვენ მივიღებთ ისეთივე სურათს საქართველოში, რაც არის ევროპის ქვეყნებში. ამიტომ, ამის საწინააღმდეგოდ, ყველაზე ეფექტური, გამოცდილი და სწრაფი გზა არის ყველა მშობელმა, რომლის ბავშვსაც არ ჩაუტარებია წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაცია 1 წლის და განმეორებით 5 წლის ასაკში, დაუყოვნებლივ მიმართოს ვაქცინაციის კაბინეტებს” – ამბობს ჩხაიძე.
2023 წლის იანვრიდან ოქტომბრამდე ჯანმო-ს ევროპის რეგიონის 40 წევრ ქვეყანაში 30 000-ზე მეტი წითელას შემთხვევა იყო. შედარებისთვის, 2022 წელს 941 დადასტუერბული შემთხვევა აღრიცხეს.