ჩცდ-ში პოლიციელ ზვერაძის როლის შემსრულებელ მსახიობს, დავით დვალს, მანქანა დაუზიანეს

„ჩემი ცოლის დაქალების“ მსახიობს, პილიციელი გაჩა ზვერაძის როლის შემსრულებელ, დავით დვალს, მანქანა დაუზიანეს.
ვიდეო კამერის ჩანაწერების მიხედვით, უცნობი პირი კონკრეტულად დვალის მანქანასთან მიდის და მას აზიანებს. მსახიობი ფორმულასთან აღნიშნავს, რომ მოგვიანებით თავდამსხმელმა ინსცენირება მოაწყო, თითქოს ავტომანქანა კორპუსიდან გადმოვარდნილმა ნივთმა დააზიანა.
“დღეს დილას დამირეკა მეზობელმა, რომ შენი მანქანა დაზიანებულია და რა ხდებაო. რომ ჩამოვედი ძალიან ცუდ მდგომარეობაში დამხვდა. ჯერჯერობით ამოუცნობი პირი, დაახლოებით, 4 წუთის განმავლობაში წიხლებით აზიანებდა მანქანას. ფაქტი არის ძალიან სამწუხარო, ვანდალიზმია.
როგორც ჩანს, კვალის დაფარვის მიზნით, შემდეგ რომ გვეფიქრა, რომ ზემოდან რაღაც გადმოვარდა და იმიტომ დაზიანდა ავტომობილი, გადმოგდებულია დიდი საგანი […] ყველაფერი დასაშვებია. ზოგი ძალიან არაადეკვატურად აღიქვამს მსახიობის როლს და აიგივებს როლს და პერსონაჟს ერთმანეთთან”, – განაცხადა დავით დვალმა ფორმულასთან საუბარში.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
დავით დვალს, რომელიც სერიალში უარყოფით პერსონაჟს განასახიერებს, მაყურებლის ნაწილი როლთან აიგივებს:
,,მე­უბ­ნე­ბი­ან, ცუ­დად გა­ხა­სი­ა­თე­ბენ, გლან­ძღა­ვენ, ამ­ბო­ბენ, რომ ცხოვ­რე­ბა­შიც ალ­ბათ ასე­თი­აო… ხომ ვამ­ბობ, აბ­სო­ლუ­ტუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ტი­პა­ჟე­ბი ვართ. ჩემი მე­გობ­რე­ბი, ვინც კარ­გად მიც­ნო­ბენ, ხში­რად ამ­ბო­ბენ, რომ გი­ყუ­რებთ და შენ სა­ერ­თოდ არ ხარო. სი­მარ­თლე გი­თხრათ, ამას რომ მე­უბ­ნე­ბი­ან, მსი­ა­მოვ­ნებს, თუ ასეა, ე.ი. სწო­რი გზით მივ­დი­ვართ. ეს ნამ­დვი­ლად გა­მარ­ჯვე­ბის ტოლ­ფა­სია. ზუს­ტად ეგ არის სა­ინ­ტე­რე­სო, რომ მე არ მგავს…” – ამბობდა ერთ-ერთ ინტერვიუში მსახიობი

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ფაქტი, რომ არჩევნებამდე აღარ ქვეყნდება ევროკომისიის დასკვნა, მიანიშნებს იმაზე, რომ „გლობალური ომის პარტიას“ აღარ აქვს არჩევნების მოგების იმედი – აქცენტი გადაიტანეს პოსტსაარჩევნო და არა წინასაარჩევნო პერიოდზე

პრემიერი – საზოგადოებას არ ჰქონდა სრული, სათანადო ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება უკრაინაში და ამ ბილბორდებმა და ვიდეორგოლმა გააშიშვლა სიმართლე – ამიტომ არიან ახლა გაღიზიანებული კონკრეტული ძალები