ჩუმად ხართ, რადგან ებრაელი ქალები არიან? სად ჯანდაბაში ხართ? | ნეთანიაჰუ უფლებადამცველ ორგანიზაციებს გაუპატიურების შემთხვევებზე

ისრაელის პრემიერმინისტრი საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებს, ქალთა მოძრაობებსა და გაეროს აკრიტიკიებს იმის, გამო, რომ ისინი ხმამაღლა არ საუბრობენ ჰამასის მიერ ისრაელელი ქალების გაუპატიურების შემთხვევებსა და სხვა სისასტიკეებზე.
თელ-ავივში თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტთან და მინისტრ ბენი განცთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე, ნეთანიაჰუმ გათავისუფლებული მძევლებისგან ძლადობის ისტორიები მოისმინა – “მე მოვისმინე, სექსუალური ძალადობისა და სასტიკი გაუპატიურების უპრეცედენტო შემთხვევების შესახებ.” ნეთანიაჰუ ამბობს, რომ მას არ მოუსმენია ამ თემებზე უფლებადამცველებისგან ამაზე საუბარი და აღშფოთება.
“ჩუმად ხართ, რადგან ეს ებრაელი ქალები არიან? მივმართავ ქალთა უფლებების დამცველ ორგანიზაციებს, უფლებადამცველ ორგანიზაციებს, გსმენიათ ისრაელელი ქალების გაუპატიურების, საშინელი სისასტიკეების, სექსუალური დასახიჩრების შესახებ? სად ჯანდაბაში ხართ?” აღნიშნა ნეთანიაჰუმ.
ს პრემიერი იმედოვნებს, რომ ცივილიზებული სამყარო და მათი ლიდერები და მთავრობები ამ სისასტიკეების წინააღმდეგ ხმას აიმაღლებენ.