“ჩუმად ვიყავი, მაგრამ ახლა ვიტყვი, რომ ჩვენი ფეხბურთი გაანადგურეთ!” – საქართველოსთან მარცხის შემდეგ, სომხეთის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა მიმართვა გაავრცელა

“ჩუმად ვიყავი, მაგრამ ახლა ვიტყვი, რომ ჩვენი ფეხბურთი გაანადგურეთ!” – საქართველოსთან მარცხის შემდეგ, სომხეთის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა მიმართვა გაავრცელა
ვეტერანმა სომეხმა ფეხბურთელმა არას ოზბილიზმა, რომელმაც ბუცები ლურსმანზე 2023 წელს ჩამოჰკიდა, საქართველოს ნაკრებთან განადგურების შემდეგ, ადგილობრივი საფეხბურთო ასოციაცია მწვავედ გააკრიტიკა.
ის 2023 წელს სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობაზე იყრიდა კენჭს, მაგრამ ამჟამინდელ პრეზიდენტ არმენ მელიქბექიანს ვერ აჯობა.
“წელიწადი და სამი თვის წინ მე ვიყარე კენჭი სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობაზე, ვიცოდი, რომ შანსი არ მქონდა. მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩუმად ვიყავი, მაგრამ აღარ გავჩუმდები, რადგან თქვენ ანადგურებთ ჩვენს ფეხბურთს.
ისინი ამბობდნენ, რომ მე მართვის გამოცდილება არ მაქვს, მაგრამ თქვენ თითონ ხართ ამ
ასპარეზზე დამარცხებულები. ფეხბურთში შეიძლება მოიგოთ ან წააგოთ, მაგრამ ეს მარცხი არის შედეგი იმისა, რაც დიდი ხანია ხდება სომხურ ფეხბურთში”, – თქვა ოზბილიზმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ მიმართვაში.
ოზბილიზი ამჟამად სომხურ კლუბ “ურარტურს” სტრუქტურაში მუშაობს. მას ეროვნული ნაკრების ფორმა 41 შეხვედრაში აქვს მორგებული და 6 გოლი გატანილი.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში