ჩრდ. კორეამ ახალი კონტინენტთაშორისი რაკეტა წარადგინა

სამთავრობო მედია KCNA-ის მიხედვით, 11 ოქტომბერს ჩრდილოეთ კორეამ კომუნისტური პარტიის მე-80 წლისთავის აღსანიშნავად ჩატარებულ სამხედრო აღლუმზე ახალი კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა წარადგინა.
სამხედრო აღლუმზე ბირთვული იარაღით აღჭურვილმა ჩრდილოეთ კორეამ თავისი ყველაზე თანამედროვე Hwasong-20 ტიპის საერთაშორისო ბალისტიკური რაკეტა წარადგინა, რომელსაც KCNA ქვეყნის “უძლიერეს ბირთვულ სტრატეგიულ იარაღთა სისტემად“ აღწერს.
Reuters აღნიშნავს, რომ კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტების ტიპის Hwasong-ის სერია ჩრდილოეთ კორეას საშუალებას აძლევს მიზანში -ს ნებისმიერი ტერიტორია ამოიღოს, თუმცა კვლავ რჩება კითხვები მისი მართვის სისტემის სიზუსტესა და იმ ბირთვული ქობინის გამძლეობასთან დაკავშირებით, რომელსაც რაკეტა ატმოსფეროში დაბრუნებისას ატარებს.
KCNA-ის მიხედვით, სამხედრო აღლუმზე კიმ ჩენ ინი სიტყვით გამოვიდა, რომელშიც საზღვარგარეთ მოქმედ ჩრდილოეთ კორეელ ჯარისკაცთა მიმართ “თბილი მხარდაჭერა” გამოხატა.
“ჩვენმა არმიამ ყველა საფრთხის გამანადგურებელ და დაუმარცხებელ ძალად ზრდა უნდა განაგრძოს” – განაცხადა კიმმა.
ჩინეთის პრემიერმინისტრი ლი ციანგი, ს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ს ხელმძღვანელობით ჩამოსული დელეგაცია, ასევე ვიეტნამის კომუნისტური პარტიის ლიდერი ტო ლამი, იმ უცხოელ სტუმრებს შორის იყვნენ, რომლებიც ფხენიანში პარტიის იუბილეს აღსანიშნავად ჩავიდნენ.
9 ოქტომბერს კიმმა მედვედევთან შეხვედრაც გამართა, რომელმაც აღნიშნა, რომ ში რუსეთის სამხედრო კამპანიაში მებრძოლი ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცების თავგანწირვა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის სიღრმეს ამტკიცებს.
KCNA იუწყება, რომ კიმმა მედვედევს უთხრა, რომ საერთო მიზნების მისაღწევად მას რუსეთისთან თანამშრომლობის გაგრძელებისა და მრავალმხრივ მჭიდრო ურთიერთობების განვითარების იმედი აქვს.
tabula.ge