ჩრდილოეთ ღაზაში ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული 15 სატვირთო მანქანა შევიდა, – ამის შესახებ განცხადებას ისრაელის თავდაცვის სამინისტროს განყოფილება, „ტერიტორიებზე სამთავრობო აქტივობების კოორდინატორი“ (COGAT) ავრცელებს.
„საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით, სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო მარშრუტებით, ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების მხარდაჭერას ვაგრძელებთ“, – ნათქვამია განცხადებაში.
COGAT-ის ცნობით, ღაზაში შესატანად ჰუმანიტარული დახმარება, რომელიც საკვებს, სასმელ წყალსა და მედიკამენტებს მოიცავს, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა გაგზავნა.
