ჩრდილოეთ ღაზაში ბავშვები შიმშილით კვდებიან, ამის შესახებ ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა განაცხადა.
მისი თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სააგენტო ოქტომბრის შემდეგ პირველად ეწვია ალ-ავდასა და ქამალ-ადვანის საავადმყოფოებს.
„ბავშვები შიმშილით იღუპებიან. საწვავის, საკვებისა და სამედიცინო აღჭურვილობის ნაკლებობაა, საავადმყოფოს შენობები განადგურებულია. ჩრდილოეთ ღაზაში, სადაც 300 000 ადამიანი ცხოვრობს, საკვებისა და სუფთა წყლის ნაკლებობაა. საკვების ნაკლებობამ 10 ბავშვის სიკვდილი გამოიწვია“, – ამბობს გებრეისუსი.
