ჩრდილოეთ ღაზას აღარ აქვს ფუნქციური საავადმყოფო | WHO

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ ჩრდილოეთი ღაზა ფუნქციური საავადმყოფოს გარეშე დარჩა საწვავის, პერსონალისა და მარაგების ნაკლებობის გამო.
“ჩრდილოეთში ფაქტობრივად არ არის დარჩენილი ფუნქციონალური საავადმყოფოები” – განუცხადა რიჩარდ პეპერკორნმა, ჯანმო-ს წარმომადგენელმა ღაზაში, ჟურნალისტებს იერუსალიმიდან ვიდეო ბმულის საშუალებით, იტყობინება ახალი ამბების სააგენტო Reuters.
“ალ-აჰლი (ჰოსპიტალი) იყო ბოლო, მაგრამ ახლა ის მინიმალურად ფუნქციონირებს”, – თქვა მან.
ოთხშაბათს ალ-აჰლიში ვიზიტის შემდეგ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და გაეროს გუნდებმა განაცხადეს, რომ საავადმყოფო გადატვირთული იყო იმ ადამიანებით, რომლებსაც სასწრაფო დახმარება ესაჭიროებოდათ და გარდაცვლილთა სხეულები ეზოში იყო.
ოთხშაბათს X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში, ჯანმო-ს გენერალურმა დირექტორმა, დოქტორმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა თქვა, რომ ორი დღის წინ საავადმყოფო იყო ბოლო ადგილი, სადაც ოპერაცია კეთდებოდა ჩრდილოეთ ღაზაში, მაგრამ საოპერაციო დარბაზები ახლა აღარ ფუნქციონირებდა.
დარჩა მხოლოდ ოთხი საავადმყოფო ჩრდილოეთ ღაზაში, რომლებიც უზრუნველყოფენ ძალიან შეზღუდულ დახმარებას, დასძინა მან.