ჩრდილოეთ ღაზაზე ისრაელის მორიგი დარტყმის შემდეგ იუწყებიან 87 დაღუპულ ან დაკარგულ ადამიანზე

გასულ ღამით ისრაელის მხრიდან ჩრდილოეთ ღაზაში მდებარე სახლებზე მიტანილი იერიშის შედეგად დაღუპული ან დაკარგულია სულ მცირე 87 ადამიანი – იუწყება პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრო.
განცხადების თანახმად, ქალაქ ბეით-ლაჰიაზე მიტანილი იერიშის შედეგად დაჭრილია კიდევ 40 ადამიანი. ბეით-ლაჰია იყო ერთ-ერთი პირველი სამიზნე ისრაელის მხრიდან ღაზაში სახმელეთო შეჭრისა, ერთი წლის წინ.
ბოლო ორი კვირის განმავლობაში ფართომასშტაბიან ოპერაციას ახორციელებს ჩრდილოეთ ღაზაში და აცხადებს, რომ ჰამასი – რომელსაც და ევროკავშირი ტერორისტულ ჯგუფად მიიჩნევენ – ამჟამად იქ არის განთავსებული.
პალესტინის წარმომადგენლების თქმით, მოკლულია ასობით ადამიანი და ღაზის ჩრდილოეთში ჯანდაცვის სფერო კოლაფსის პირასაა.

ასევე დაგაინტერესებთ

“გარდა იმისა, რომ ელემენტარულად არაჰუმანურია იმ პროცედურის სტიგმატიზება, რომელიც ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად ისედაც მძიმეა ყველასთვის, გასათვალისწინებელია, რომ ორსულობის შეწყვეტა ხშირად სამედიცინო ჩვენებითაა განპირობებული და აუცილებლობას წარმოადგენს”