ჩრდილოეთ ღაზაზე ისრაელის მორიგი დარტყმის შემდეგ იუწყებიან 87 დაღუპულ ან დაკარგულ ადამიანზე

გასულ ღამით ს მხრიდან ჩრდილოეთ ღაზაში მდებარე სახლებზე მიტანილი იერიშის შედეგად დაღუპული ან დაკარგულია სულ მცირე 87 ადამიანი – იუწყება პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრო.
განცხადების თანახმად, ქალაქ ბეით-ლაჰიაზე მიტანილი იერიშის შედეგად დაჭრილია კიდევ 40 ადამიანი. ბეით-ლაჰია იყო ერთ-ერთი პირველი სამიზნე ისრაელის მხრიდან ღაზაში სახმელეთო შეჭრისა, ერთი წლის წინ.
ბოლო ორი კვირის განმავლობაში ისრაელი ფართომასშტაბიან ოპერაციას ახორციელებს ჩრდილოეთ ღაზაში და აცხადებს, რომ ჰამასი – რომელსაც და ევროკავშირი ტერორისტულ ჯგუფად მიიჩნევენ – ამჟამად იქ არის განთავსებული.
პალესტინის წარმომადგენლების თქმით, მოკლულია ასობით ადამიანი და ღაზის ჩრდილოეთში ჯანდაცვის სფერო კოლაფსის პირასაა.

ასევე დაგაინტერესებთ