რუსეთში, ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე რუსული ავიაგამანადგურებელი Су-34 ჩამოვარდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, თვითმფრინავის ეკიპაჟი დაიღუპა.
სამინისტრომ ავარიის წინასწარ მიზეზად ტექნიკური გაუმართაობა დაასახელა. უწყების ცნობით, თვითმფრინავი გეგმიური საწვრთნელი ფრენის დროს ჩამოვარდა.
“თვითმფრინავი ადამიანებთან ახლოს არ ჩამოვარდნილა. მიწაზე განადგურებული არაფერია”. – წერია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
რუსეთის სამთავრობო მედია ТАСС თავის წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ავიაგამანადგურებელში ორი მფრინავი იყო.
მანამდე, ტელეგრამის არხ Baza-სთან საუბრისას ადგილობრივებმა თქვეს, რომ მთიანი ძურაიკაუს რაიონში თვითმფრინავი კლდეს შეეჯახა.
