ჩრდილოეთ ოსეთს პირველად დაესხნენ თავს დრონები

8 ივნისის ღამეს და გამთენიისას რუსეთსა და ანექსირებული ს ტერიტორიაზე რუსმა სამხედროებმა 27 დრონი ჩამოაგდეს. ს თავდაცვის სამინისტრო მასიურ საავიაციო იერიშში ს ადანაშაულებს.
ამ ცნობების თანახმად, ჩრდილოეთ ოსეთი უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების განმავლობაში, პირველად დაექვემდებარა სამხედრო თავდასხმას.
რესპუბლიკის ხელმძღვანელი სერგეი მენიაილო ამტკიცებს, რომ უპილოტო თვითმფრინავების მიზანი იყო სამხედრო აეროდრომი მოზდოკში. მენიალიოს თანახმად, თავდასხმაში მონაწილეობდა სამი უკრაინული დრონი, რომელიც რუსული ანტირაკეტებით ჩამოაგდეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო მხოლოდ ერთი დრონის შესახებ იუწყება.

რუსეთის ცნობით ჩრდილოეთ ოსეთის გარდა, წუხელ უკრაინული დრონები ჩამოაგდეს კრასნოდარის, ასტრახანის, ბელგოროდის, ბრიანსკის, როსტოვისა და ტულის ტერიტორიაზე. ყირიმის თავზე დრონების გარდა, რუსეთის ძალებმა ნახევარკუნძულთან მიახლოებისას ორი უპილოტო ნავიც გაანადგურდეს.
როსტოვის რეგიონის გუბერნატორმა ვასილი გოლუბევმა ტელეგრამის არხით გაავრცელა იერიშის შესახებ ცნობა, რომლის თანახმად დრონი ჩამოაგდეს ნოვოშახტინსკში მდებარე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანის თავზე. სავარაუდო უკრაინული დრონები ამ ობიექტს არაერთხელ დაესხნენ თავს. გოლუბევის თავზე დრონის ჩამოვარდნის შესახებ მიწაზე არავინ დაშავებულა.
მის მსგავსად მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ცნობები არც სხვა რეგიონის ხელმძღვანელებს გაუვრცელებიათ.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ფავლენიშვილი – არჩევნებში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ჩართულობა იმის გარანტი იქნება, რომ მოხდეს ჩვენი ხალხის ნების გამოხატვა, რაც ანტიქართული მაფიოზური კლანის მოცილებაში გამოიხატება