ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა, თავისი 13 წლის ქალიშვილი, კიმ ჯუ-აე, ქვეყნის ბირთვული ძალების ზედამხედველად დანიშნა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა, თავისი 13 წლის ქალიშვილი, კიმ ჯუ-აე, ქვეყნის ბირთვული ძალების ზედამხედველად დანიშნა — ინფორმაციას ამის შესახებ The Chosun Daily სამხრეთ კორეის დაზვერვაზე დაყრდნობით ავრცელებს.
დაზვერვის მონაცემებით, კიმ ჯუ-აეს “ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო პროგრამის გენერალური დირექტორის” თანამდებობა უკავია. ამ ამპლუაში ის თებერვალში გამართულ კორეის შრომის პარტიის ყრილობასაც დაესწრო. გავრცელებული ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერის 13 წლის ქალიშვილი პირადად იღებს მოხსენებებს გენერლებისგან და მათ მითითებებსაც აძლევს.
The Chosun Daily წერს:
კიმ ჯუ-აე რეგულარულად ჩნდება საზოგადოებაში მამასთან ერთად, მათ შორის, სტუმრობს საცდელ პოლიგონებს და აკვირდება იარაღის გამოცდას.
სამხრეთ კორეის სადაზვერვო სააგენტოების წყაროები ვარაუდობენ, რომ მას კიმ ჩენ ინის მემკვიდრედ ამზადებენ.
დაზვერვამ უკვე დააფიქსირა შემთხვევები, როდესაც ლიდერის ქალიშვილმა გარკვეულ პოლიტიკურ საკითხებზე საკუთარი აზრი გამოთქვა.
ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლება კიმ ჩენ ინის ოჯახის შესახებ ძალიან მწირ ინფორმაციას ავრცელებს. ითვლება, რომ მას კიდევ ორი ვაჟი ჰყავს, მათ შორის კიმ ჯუ-აეს უფროსი ძმა, კიმ ჯონგ-ჯუ, რომელიც 2010 წელს დაიბადა.

ასევე დაგაინტერესებთ

არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი – 22 მარტს მთავარი წირვა, სავარაუდოდ, სამებაში შესრულდება, ასევე წესის აგებაც და ამის შემდეგ მოხდება უწმინდესის სიონის საპატრიარქო ტაძარში გადასვენება და დაკრძალვა

ირაკლი კაკაბაძე: პირადად ჩემთვის რთულია ობიექტურობა დავიჩემო საქართველოს აწ გარდაცვლილი კათალიკოს პატრიარქის, ილია მეორის მიმართ. მე პირადად, პრაქტიკულად ბავშვობიდან უამრავი კარგი რამ მახსოვს მისგან, როგორც პიროვნებისგან