“ჩრდილოეთ კორეა 10 ათას სამხედროს გზავნის უკრაინის წინააღმდეგ ომში – როგორი იქნება დასავლეთის პასუხი?” – კობერიძე

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე:

გლობალური უსაფრთხოების სურათი მძიმდება და უკრაინის წინააღმდეგ ომში ახალი მოთამაშე ჩნდება – ჩრდილოეთ კორეა 10 ათას სამხედროს გზავნის უკრაინის წინააღმდეგ ომში. მათი დიდი ნაწილი ბურიატების დაჯგუფებასთან ერთად იბრძოლებს. ამ პროცესში ყველაზე საშიში კი ისაა, რომ ჩრდილოეთ კორეელი სამხედროები რეალურ საბრძოლო გამოცდილებას მიიღებენ, რისი გამოყენებაც სხვადასხვა გეოგრაფიულ არეალში შეეძლებათ და საკუთარ ქვეყანაში ინსტრუქტორებადაც გადაიქცევიან. ამას ემატება ისიც, რომ ჩრდილოეთ კორეას საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის სანაცვლოდ ტექნოლოგიურ და პოლიტიკურ დახმარებასაც გაუწევს. ამ ყველაფერს თავისი პოლიტიკური განზომილებაც აქვს: როგორი იქნება დასავლეთის პასუხი ჩრდილოეთ კორეის მონაწილეობა ევროპის კონტინენტზე წარმოებულ ომში მასშტაბებს კიდევ უფრო იზრდება და ძალიან საშიშ ფაზაში შედის – გამოდის რომ ირანისა და ჩრდილოეთ კორეის დახმარებითა და ჩინეთის მდუმარე თანხმობით, რუსეთი ევროპის კონტინენტზე დაპყრობით ომს აწარმოებს. ეს კი ძალიან მძიმე პრეცედენტია და მთელს დასავლეთს (ისევე როგორც ჩვენ) უქმნის საფრთხეს. აბსოლუტურად ნათელია, რომ საქართველოს ინტერესი ამ აგრესიული ღერძის მარცხი უნდა იყოს. სხვა შემთხვევაში როგორც ჩვენთვის ისე მრავალი პატარა თუ საშუალო ზომის სახელმწიფოსათვის ეგზისტენციალური საფრთხე დგება და რეალისტური ხდება. ნებისმიერი მხარდაჭერა რუსეთისადმი კი გარდა პოლიტიკური სუიციდისა, ჩრდილოეთ კორეისა და ირანის მხარდაჭერასაც გულისხმობს. როგორი სახელმწიფოა ირანი და ჩრდილოეთ კორეა და მათი მოკავშირეები ალბათ ბევრ ახსნას არ საჭიროებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ჰელსინკის კომისია – ქართველი ხალხი იმსახურებს მთავრობას, რომელიც პატივს სცემს მათ უფლებას, დემოკრატიულად აირჩიონ თავიანთი ლიდერები – მთავრობის ავტორიტარული ტრაექტორია საფრთხის ქვეშ აყენებს საქართველოს დემოკრატიულ მომავალს

“დღეს საქართველოს პრეზიდენტის მიერ გადმოცემული მამის არქივის დამუშავებისას ვნახეთ ცნობილი მეცნიერისა და გაერთიანებული ევროპის კავშირის იდეის ერთერთი პირველი მესაძირკვლის – მიხეილ მუსხელის ავტოგრაფი…”