ჩრდილოეთ კორეა აცხადებს, რომ მის თანამგზავრულ ოპერაციებში ჩარევა ომის გამოცხადებას ნიშნავს

ჩრდილოეთ კორეა აცხადებს, რომ მის თანამგზავრულ ოპერაციებში ჩარევა ომის გამოცხადებას ნიშნავს, – ამის შესახებ ინფორმაციას ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„იმ შემთხვევაში, თუ შეეცდება სუვერენული სახელმწიფოს ლეგიტიმური ტერიტორია უახლესი ტექნოლოგიების უკანონო და უსამართლო გამოყენებით დაარღვიოს, მაშინ კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა თავდაცვის მიზნით, საპასუხო ზომების მიღებას განიხილავს, რათა გაანადგუროს აშშ-ის ჯაშუში თანამგზავრების სიცოცხლისუნარიანობა“, – ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, ჩრდილოეთ კორეა აცხადებს, რომ თავისი პირველი სამხედრო ჯაშუში თანამგზავრი 21 ნოემბერს წარმატებით გაუშვა.

ასევე დაგაინტერესებთ

ფიქრია ჩიხრაძე – გადაუდებლად აუცილებელია, სინდისის პატიმრები გათავისუფლდნენ, ხელისუფლების წარმომადგენლები ერთხელაც არ შეხვედრიან მშობლებს ან ადვოკატებს – ვინმეს მათთან დიალოგი კი არ ენატრება, მაგრამ უნდა დაიწყოს ლაპარაკი