ჩრდილოეთ კორეა აშშ-სა და სამხრეთ კორეას წვრთნების შეწყვიტისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ “ბირთვული ომი, შესაძლოა, ნაპერწკლითაც კი გაჩნდეს”

ჩრდილოეთ კორეის თავდაცვის სამინისტრო სამხრეთ კორეას და შეერთებულ შტატებს მოუწოდებს, სამხედრო წვრთნები შეწყვიტონ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი შედეგებით იმუქრება.
ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს, KCNA-ს ცნობით, თავდაცვის უწყების პრესსპიკერმა განაცხადა, რომ მკაცრად გმობს სამხედრო წვრთნებს, რომელიც არა თავდაცვითი, არამედ „ჩრდილოეთში შეჭრის მცდელობაა“ და -სა და სამხრეთ კორეას მისი შეწყვეტისკენ მოუწოდა.
„ბირთვული ომი, შესაძლოა, ნაპერწკლითაც კი გაჩნდეს. აშშ-სა და სამხრეთ კორეას ძვირი დაუჯდებათ არასწორი არჩევანი“, – ციტირებს KCNA პრესსპიკერს, რომლის სახელსაც არ აკონკრეტებს.
მისი თქმით, არასტაბილური უსაფრთხოების გარემოს მკაცრად გასაკონტროლებლად სამხედრო ქმედებებს განახორციელებენ.
შეგახსენებთ, აშშ-მა და სამხრეთ კორეამ გუშინ 10 დღიანი ერთობლივი წვრთნები „თავისუფლების ფარი“ დაიწყეს, რომელიც ჩრდილოეთ კორეის მხრიდან მომდინარე ბირთვულ და სარაკეტო საფრთხეებზე რეაგირების გაუმჯობესებაა.

ასევე დაგაინტერესებთ