ჩრდილოეთ კორეაში აღარ იყენებენ კალენდარს, რომელშიც წელთაღრიცხვა კიმ ირ სენის დაბადებიდან იწყებოდა – მედია

ჩრდილოეთ კორეაში შეწყვიტეს ე.წ. „ჩუხჩეს კალენდრის“ გამოყენება, რომლითაც წელთაღრიცხვა ქვეყნის პირველი მმართველის, კიმ ერ სენის დაბადებიან იწყებოდა. ამის შესახებ სამხრეთკორეული „იონჰაპი“ [Yonhap News Agency] იუწყება.
ამ კალენდარს ჩრდილოეთ კორეაში 1997 წლიდან იყენებდნენ – კიმ ირ სენის გარდაცვალებიდან სამი წლის შემდეგ. პარალელურად, ქვეყანაში გამოიყენებოდა გრეგორიანული კალენდარიც.
„იონჰაპი“ აღნიშნავს, რომ კიმ ჩენ ინის 10 ოქტომბრის და მისი გავლენიანი დის, კიმ იო ჩენის 11 ოქტომბრის განცხადებებში მითითებული თარიღი მხოლოდ გრეგორიანული კალენდრით იყო, თუმცა ჩუხჩეს გარეშე.
გარდა ამისა, ჩდილოეთ კორეის ყველაზე პოპულარული გაზეთი, რომელიც აქამდე ბეჭდურ და ონლაინ-ვერსიაშიც იყენებდა ჩუხჩეს კალენდარს, ბოლო დღეებში მას აღარ იყენებს.

ასევე დაგაინტერესებთ