ჩრდილოეთ კორეამ ყვითელ ზღვაში 60-მდე საარტილერიო ჭურვი ისროლა

ჩრდილოეთ კორეამ ყვითელ ზღვაში 60-მდე საარტილერიო ჭურვი ისროლა. ინფორმაციას სამხრეთ კორეული მედია სამხედროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეა უკვე მეორე დღეა დასავლეთ საზღვართან ახლოს საბრძოლო სროლებს ატარებს.
სამხრეთ კორეის არმიის გენშტაბის ცნობით, აარტილერიო სროლები ჩრდილოეთ კორეის სამხრეთ-დასავლეთ სანაპირო რაიონებში, ადგილობრივი დროით 16:00 საათიდან დაიწყო და ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდა.
გუშინ, ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთ კორეის ორი სასაზღვრო კუნძულთან, იონპიონგთან და ბაენგიონგთან ახლოს 200-მდე საარტილერიო ჭურვი ისროლა. საპასუხოდ კი სამხრეთ კორეელმა სამხედროებმა წვრთნები ჩაატარეს.