ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს 5 მილიონი საარტილერიო ჭურვი გადასცა-სეული

ჩრდილოეთ კორეამ რუსეთში ხუთ მილიონზე მეტი საარტილერიო ჭურვი გაგზავნა. ამის შესახებ სამხრეთ კორეის თავდაცვის მინისტრმა შინ ვონ სიკმა Bloomberg-ის ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელის თქმით, სეულმა დააფიქსირა მინიმუმ 10 ათასი სატვირთო კონტეინერის გაგზავნა რუსეთში. ასეთ კონტეინერებს საარტილერიო ჭურვების და ბალისტიკური რაკეტების გადატანა შეუძლიათ. შინ ვონ სიკი ამტკიცებს, რომ საპასუხოდ, მოსკოვს შეეძლო ფხენიანისთვის გადაეცა ის ტექნოლოგიები, რომლებიც ჯაშუშური თანამგზავრების, ასევე ტანკებისა და თვითმფრინავების მშენებლობაში გამოიყენება.
“პუტინი სავარაუდოდ შეეცდება უფრო მჭიდრო თანამშრომლობას ჩრდილოეთ კორეასთან უსაფრთხოების სფეროში, განსაკუთრებით სამხედრო მიწოდების სფეროში, როგორიცაა საარტილერიო ჭურვების მიწოდება, რაც აუცილებელია იმისათვის, რომ მოგების შანსით ისარგებლოს”, – ციტირებს Bloomberg-ი სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელს.

მანამდე გამოცემა „ვედომოსტიმ“ დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ს პრეზიდენტი უახლოეს კვირებში ჩრდილოეთ კორეასა და ვიეტნამს ეწვევა.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი: მხოლოდ გაეროს წესდებისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაცვით შევძლებთ, შევინარჩუნოთ მშვიდობა, უსაფრთხოება, გავუხსნათ გზა ადამიანის უფლებების რეალიზებას და მდგრად განვითარებას

ირაკლი კობახიძე: საქართველოს მთავრობა, უკრაინაში ომის დაწყების დღიდან უზრუნველყოფს მშვიდობიან ჰუმანიტარულ დახმარებას, როგორც ომში მყოფი ქვეყნის შიგნით, ასევე მათთვის, ვინც ამჟამად საქართველოში ცხოვრობს