ჩრდილოეთ კორეამ პირველად დაადასტურა უკრაინასთან ომში თავისი სამხედროების მონაწილეობა

ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებამ თავისი საინფორმაციო სააგენტოს მეშვეობით გამოაცხადა, რომ ქვეყნის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა ს არმიასთან ერთად „გამარჯვებით დაასრულეს“ კურსკის ოლქის რაიონების „გათავისუფლების ოპერაცია რუსეთში უკრაინის ხელისუფლების ავანტიურისტული სამხედრო შეჭრის მოსაგერიებლად“.
ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ფხენიანმა რუსეთის დასახმარებლად თავისი სამხედრო ძალის გაგზავნა აღიარა.
ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო სააგენტომ 28 აპრილს გამოაქვეყნა ცნობა, რომ მას შემდეგ, რაც 2024 წლის აგვისტოში მ „უხეშად ხელყო მოძმე რუსეთის სუვერენიტეტი“, ჩრდილოეთ კორეის მეთაურმა, „ამხანაგმა“ კიმ ჩენ ინმა რუსეთთან ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულების საფუძველზე გადაწყვიტა შეიარაღებული ძალების „ომში ჩართვა“ და საბრძოლო ქვედანაყოფებს „უბრძანა უკრაინის ნეონაცისტი დამპყრობლების განადგურება“.
ფხენიანის განცხადებით, ჩრდილოეთ კორეის არმიის სამხედროებმა კურსკის ოლქის რაიონების გათავისუფლებისას გამოიჩინეს „მასობრივი გმირობა და თავგანწირვა“ და „მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს რუსეთის ტერიტორიის გათავისუფლებაში”.
განცხადებაში მოყვანილია კიმ ჩენ ინის სიტყვებიც, რომ „ყველა, ვინც სამართლიანობისთვის იბრძოდა, გმირია და სამშობლოს სინდისს წარმოადგენს“, მალე მათ ფხენიანში ძეგლს დაუდგამენ, დაღუპულთა საფლავებს კი „სამშობლოს და ხალხის ყვავილებით შეამკობენ“. ჩრდილოეთ კორეა რუსეთის არმიას და ხალხს მომავალშიც სრულ მხარდაჭერას ჰპირდება.
ფხენიანი არაფერს იუწყება იმის შესახებ რამდენი სამხედრო გაგზავნა რუსეთის დასახმარებლად და რამდენი დაიღუპა.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის კურსკის ოლქში, რომელიც უკრაინის სუმის ოლქს ესაზღვრება, სახმელეთო ოპერაცია 2024 წლის აგვისტოში დაიწყეს. ამ ოპერაციის მიზნად გამოცხადდა სასაზღვრო რაიონების დასაცავად უსაფრთხოების, ე.წ. ბუფერული ზონის შექმნა.
2025 წლის 26 აპრილს რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა ვალერი გერასიმოვმა პრეზიდენტ პუტინს მოახსენა, რომ კურსკის ოლქი სრულად გაათავისუფლეს და ამ პროცესში მნიშვნელოვნად დაეხმარნენ ჩრდილოეთ კორეის სამხედროები.
გერასიმოვის ეს განცხადება იყო რუსეთში ჩრდილოკორეელი ჯარისკაცების ყოფნის პირველი ოფიციალური დადასტურება. სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტა ფხენიანმა თავადაც ეღიარებინა რუსეთის დასახმარებლად სამხედრო ძალის გაგზავნა.
პირველი ცნობები, რომ ჩრდილოეთ კორეამ რუსეთის არმიის მხარდასაჭერად თავისი სამხედროები გაგზავნა, 2024 წლის ოქტომბერში გავრცელდა. არსებული მონაცემებით, ფხენიანმა რუსეთის დაახმარა სულ მცირე 11 000 სამხედრო. მათგან სავარაუდოდ, 4000 დაიღუპა.
არაერთი წყაროთი დადასტურებულია, რომ ფხენიანი რუსეთს იარაღსაც აწვდის. 2025 წლის აპრილში გამოცემა Newsweek-ი სამხრეთ კორეის თავდაცვის ანალიზის ცენტრზე დაყრდნობით წერდა, რომ ამ გზით ჩრდილოეთ კორეამ 20 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო.
კურსკის ოლქის გათავისუფლების შესახებ რუსეთის განცხადებიდან მეორე დღეს, 27 აპრილს უკრაინის პრეზიდენტმა მ განაცხადა, რომ უკრაინელი სამხედროები განაგრძობენ აქტიურ დამცავ მოქმედებებს კურსკის და ბელგოროდის ოლქების გარკვეულ რაიონებში.
უკრაინული პროექტის, Deep State-ის მონაცემებით, უკრაინის ჯარები რუსეთის კურსკის ოლქში რჩებიან უკრაინასთან საზღვრის მახლობლად მდებარე რამდენიმე მონაკვეთზე.
ფორუმი