ჩრდილოეთ კორეამ ბოლო წლებში პირველად უმასპინძლა საერთაშორისო ტურისტებს

გასულ კვირას, ჩრდილოეთ კორეას უცხოელი ტურისტების მცირე ჯგუფი ეწვია. ისინი პირველი საერთაშორისო მოგზაურები არიან, რომლებიც ქვეყანაში ბოლო ხუთი წლის განმავლობაში შეუშვეს. ამ მონაცემებში არ ითვლება რუსი ტურისტების ჯგუფი, რომლებიც ჩრდილოეთ კორეაში გასულ წელს იმყოფებოდნენ.
ექსპერტების თქმით, ტურისტებისთვის ქვეყნის კარის გაღება მიუთითებს იმაზე, რომ ჩრდილოეთ კორეა შესაძლოა ემზადებოდეს საერთაშორისო ტურიზმის სრული განახლებისთვის, რათა ქვეყანაში ფხენიანისთვის ძალზე საჭირო უცხოური ვალუტა შევიდეს და ეკონომიკის წახალისება მეტად მოხდეს.
პეკინში დაფუძნებულმა ტურისტულმა კომპანიამ Koryo Tours-მა განაცხადა, რომ ხუთდღიანი მოგზაურობა 20 თებერვლიდან 24 თებერვლამდე განხორციელდა. ტურში 13 საერთაშორისო ტურისტი მონაწილეობდა, ისინი ჩრდილოეთ კორეის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე სასაზღვრო ქალაქ რასონში ჩავიდნენ, სადაც ქვეყნის სპეციალური ეკონომიკური ზონა მდებარეობს.
Koryo Tours-ის გენერალურმა მენეჯერმა საიმონ კოკერელმა თქვა, რომ ჩრდილოეთ კორეაში მოგზაურები დიდი ბრიტანეთიდან, კანადიდან, საბერძნეთიდან, ახალი ზელანდიიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან, ავსტრიიდან, ავსტრალიიდან და იტალიიდან სახმელეთო გზით ჩინეთიდან გადავიდნენ. მისი თქმით, რასონში მათ მოინახულეს ქარხნები, მაღაზიები, სკოლები და კიმ ირ სენის – კიმ ჩენ ინის გარდაცვლილი ბაბუისა და თავად კიმ ჩენ ინის, ქვეყნის ამჟამინდელი ლიდერის ქანდაკებები.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი – დენის ფასის ზრდაში სერიოზული წილი აქვს ბიტკოინების მაინინგის საწარმოებისთვის გამოყოფილ უფასო ენერგეტიკას – სულ უფრო და უფრო იზრდება ქვეყნის დამოკიდებულება რუსულ იმპორტზე

თენგო თევზაძე – აშშ-ს კავკასიაში სჭირდება სიმყარე, ივანიშვილმა კი დაიკავა ირანის, ტერორისტების მხარე – აშშ-ს წარმომადგენელი იყო ჩამოსული, გუშინ სანქციები გაგრძელდა, დღეს რუბიოს ზარი შედგა – „ქართული ოცნებისთვის“ ეს იყო ცუდი ზარი, ხაფანგში გაება

მათე ხვედელიძე: მიზეზი, რატომაც ამ ამბავს ძალიან პოზიტიურად ვუყურებ, არის სამოქალაქო საზოგადოების გადარჩენის შანსი. თუ აქ სამოქალაქო საზოგადოება გადარჩება, ნებისმიერ სცენარში ეს ქვეყანა გადარჩება და გაძვრება სამშვიდობოს