ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტა გამოცადა

ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტა გამოცადა, – ამის შესახებ ინფორმაციას სამხრეთ კორეისა და იაპონიის თავდაცვის სამინისტროები ავრცელებენ.
რაკეტამ ათასი კილომეტრის მანძილი 73 წუთის განმავლობაში დაფარა.
კიდევ ერთი ბალისტიკური რაკეტა გამოცადა გუშინ ფხენიანმა. გავრცელებული ინფორმაციით, რაკეტამ, ზღვაში ჩამოვარდნამდე, დაახლოებით 570 კილომეტრის მანძილზე იფრინა.

ასევე დაგაინტერესებთ