ჩრდილოეთ კორეამ აღმოსავლეთ ზღვის მიმართულებით რამდენიმე ბალისტიკური რაკეტა გაუშვა

ჩრდილოეთ კორეამ აღმოსავლეთ ზღვის მიმართულებით მცირე რადიუსის რამდენიმე ბალისტიკური რაკეტა გაუშვა, – ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო Yonhap-ი სამხრეთ კორეის შტაბების უფროსების გაერთიანებულ კომიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ჩვენმა სამხედროებმა გააძლიერეს დაკვირვება შესაძლო დამატებითი გაშვების გამო და ინარჩუნებენ სრულ მზადყოფნას, ამავდროულად მჭიდროდ უზიარებენ ინფორმაციას ჩრდილოეთ კორეის ბალისტიკური რაკეტების შესაძლებლობების შესახებ შეერთებულ შტატებსა და იაპონიას“, – ნათქვამია სამხრეთ კორეის შტაბების უფროსების გაერთიანებულ კომიტეტის განცხადებაში.
ჩრდილოეთ კორეამ ბოლოს რამდენიმე ბალისტიკური რაკეტა 10 მარტს გაუშვა, როდესაც სამხრეთ კორეამ და შეერთებულმა შტატებმა ერთობლივი საგაზაფხულო სამხედრო წვრთნები დაიწყეს.

ასევე დაგაინტერესებთ