ჩრდილოეთ იტალიაში უამინდობის გამო 1000-მდე ადამიანია ევაკუირებული

იტალიის ჩრდილოეთში ქარიშხლის შედეგად 2 ადამიანი უგზოუკვლოდ დაიკარგა, ხოლო დაახლოებით 1000 პირი ევაკუირებულია. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Guardian-ი ავრცელებს.
მათი ცნობით, კერძოდ, იტალიის ჩრდილოეთის ემილია-რომანიას რეგიონში ქარიშხალი “ბორისის” შედეგად 2 ადამიანი უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლება, ხოლო დაახლოებით 1000-ის ევაკუირებულია.
აღინიშნება, რომ ქარიშხალმა, რომელმაც აქამდე ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში 24 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია.
2 ადამიანი უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლება რავენას პროვინციაში მდებარე ტრავერსარას დასახლებაში, მაშ შემდეგ რაც მდინარე ლამონე ადიდდა.
წინასწარი ინფორმაციით, უკანასკნელ წყალდიდობას, რომელიც მეზობელ მარკეს რეგიონსაც შეეხო, მსხვერპლი არ მოჰყოლია.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი – რაც არ უნდა რუსთაველის ან საერთოდ, ქალაქის რემონტი გადაწყვიტონ, არაფერს შეცვლის – პროტესტი არ ჩერდება და ეს არის ნიშანი, რომ რეჟიმი ვერაფერს აღწევს, თუ არა იმის მტკიცებას, რომ ძალიან კორუმპირებული, უღირსი და რუსული რეჟიმია