ჩრდილოეთ ისრაელში „ჰეზბოლას“ სარაკეტო იერიშის შედეგად ხანძარი გაჩნდა

ჩრდილოეთ ისრაელში „ჰეზბოლას“ სარაკეტო იერიშის შედეგად ხანძარი გაჩნდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ს მედია ავრცელებს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ლიბანიდან განხორციელებულ სარაკეტო იერიშის შედეგად ხანძარი ისრაელის ჩრდილოეთში, სულ მცირე 10 ლოკაციაზე გაჩნდა, რომელსაც მეხანძრეები ამ დრომდე ებრძვიან.
ხანძრის შედეგად გოლანის მაღლობებზე ერთი გზატკეცილი გადაიკეტა.
შეგახსენებთ, რამდენიმე საათის წინ, „ჰეზბოლამ“ ჩრდილოეთ ისრაელის მიმართულებით დაახლოებით 200 რაკეტა და 20 დრონი გაუშვა.