ჩრდილოეთ ისრაელში, „ჰეზბოლას“ სარაკეტო იერიშის შედეგად, სამი ადამიანი დაშავდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის მედია ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
სამედიცინო სამსახურმა დაშავებულები ჩრდილოეთით მდებარე სოფელ დეირ ალ-ასადიდან გალილეას სამედიცინო ცენტრში გადაიყვანა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, „ჰეზბოლას“ თავდასხმის შედეგად საცხოვრებელი სახლები დაზიანდა.
