ჩრდილოეთ ისრაელში დრონების შეტევის შედეგად მინიმუმ 11 ადამიანი დაშავდა

ოთხშაბათს საღამოს უპილოტო საფრენმა აპარატებმა იერიში მიიტანეს ს ჩრდილოეთში მდებარე სოფელ ხურფეიშზე.
როგორც ისრაელის სასწრაფო დახმარების სამსახური „მაგენ დავიდ ადომი“ იტყობინება, დაჭრილია მინიმუმ 11 ადამიანი, ერთ-ერთი მათგანი უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია.
მოიერიშე დრონები ლიბანის ტერიტორიიდან შეფრინდნენ ისრაელში. გაურკვეველი მიზეზების გამო საჰაერო განგაშის სიგნალი არ ჩართულა, საჰაერო თავდაცვის სისტემა „რკინის გუმბათი“ არ ამუშავდა. ჯერ ერთი კამიკაძე დრონმა დაარტყა საფეხბურთო მოედანს, სადაც იმყოფებოდნენ ადამიანები, მათ შორის ისრაელის არმიის სამხედრო მოსამსახურეები. მეორე დრონი მოგვიანებით მოფრინდა, როცა შემთხვევის ადგილზე უკვე სასწრაფო დახმარება მივიდა. ამ დარტყმის შედეგად მძიმედ დაშავდა რამდენიმე მედიკოსი.
ლიბანში მოქმედებს რადიკალური ისლამისტური დაჯგუფება „ჰეზბოლა“, რომელსაც ირანი უჭერს მხარს. მისმა წარმომადგენლებმა მათთან დაახლოებულ საინფორმაციო სააგენტო Al-Mayadeen-ს განუცხადეს, რომ „პირდაპირი დარტყმა მიაყენეს მტრული ისრაელის ჯარისკაცებს“.
ისრაელის თავდაცვის არმია იძიებს, რატომ არ ამუშავდა წინასწარი შეტყობინების სისტემები.
„ჰეზბოლა“ რეგულარულად უშენს ისრაელს ცეცხლს ჩრდილოეთიდან, ლიბანისა და სირიის ტერიტორიებიდან. ოთხშაბათს საღამოს იქ მრავალ დასახლებულ პუნქტში ისმოდა საჰაერო განგაშის სიგნალები.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

თინა ბოკუჩავა – მინდა, კახეთიდანაც გავაგონო ბიძინა ივანიშვილს ჩვენი ხმა, რომ ეროვნული გმირების სამშობლო, მტრების, ოკუპანტის წინაშე ბოდიშს არ იხდის! – როცა ევროკავშირში გაწევრიანება ხელის გაწვდენაზეა, შანსი არ უნდა გავუშვათ

ნათია მეზვრიშვილი – „ქართულმა ოცნებამ“ დაიწყო კომპლექსური პროცესი – დასავლეთს დააბრალოს დამკვირვებლების მეშვეობით არჩევნებში ჩარევა, რომ გადაფაროს რუსების პოტენციური ჩარევა არჩევნებში