ჩრდილოეთმა კორეამ განაცხადა, რომ გამოცადა ახალი ჰიპერბგერითი რაკეტა

კორეის სახალხო-დემოკრატიულმა რესპუბლიკამ გამოაცხადა, რომ 6 იანვარს გაუშვა ახალი ჰიპერბგერითი ბალისტიკური რაკეტა. კორეის ცენტრალური საინფორმაციო სააგენტოს (KCNA) ცნობით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა გამოცდებს ვიდეოკავშირით უყურა.
„ჰიპერბგერითი სარაკეტო სისტემა წყნარი ოკეანის რეგიონში საიმედოდ შეაკავებს ნებისმიერ მეტოქეებს, რომლებმაც შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენი სახელმწიფოს უსაფრთხოებაზე“, ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.
კსდრ-ის ლიდერმა თქვა, რომ ახალი ჰიპერბგერითი რაკეტის შექმნის მიზანი თავდაცვაა. ამავე დროს მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ კსდრ-ის ახალ ჰიპერბგერით რაკეტას „შეუძლია ეფექტიანად გადალახოს მსოფლიოს ნებისმიერი სარაკეტო თავდაცვის სისტემა“. კიმ ჩენ ინის თქმით, გლობალური მასშტაბით „მხოლოდ რამდენიმე ქვეყანას“ აქვს შეიარაღების ასეთი სისტემა.
ფხენიანის ცნობით, რაკეტამ დაახლოებით 1500 კილომეტრი იფრინა ხმის სიჩქარეზე 12-ჯერ უფრო სწრაფად. KCNA ასევე იტყობინება, რომ ჰიპერბგერითი რაკეტის ძრავის კორპუსის დასამზადებლად გამოყენებულ იქნა ნახშირბადის ბოჭკოებით გამყარებული ახალი კომპოზიტური მასალა.
სამხრეთ კორეის სამხედროების ცნობით, რაკეტამ დაახლოებით 1100 კმ იფრინა და იაპონიის ზღვაში ჩავარდა. სამხრეთ კორეის შტაბების უფროსთა გაერთიანებული კომიტეტი ვარაუდობს, რომ კსდრ-მა ამ იარაღის შესაქმნელად შესაძლოა სგან მიიღო დახმარება.

ასევე დაგაინტერესებთ

ვიქტორ ორბანი – ევროკავშირი გაყინულ რუსულ აქტივებთან დაკავშირებით წერილობით კენჭისყრას გამართავს, რომელიც კავშირს გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს – ევროკომისია სისტემატურად არღვევს კანონმდებლობას და ამას ომის გასაგრძელებლად აკეთებს

შალვა პაპუაშვილი – წამყვანი თანამდებობის პირები საათობით დროს ვატარებთ ჟურნალისტებთან და არ გავურბივართ კითხვებს, ეს არის ქართული დემოკრატიის სტანდარტი, რომელთანაც ახლოს ვერ მოდის ზოგიერთი ელჩის სტანდარტი – ფიშერის ფაილი ჩვენთვის დახურულია

შალვა პაპუაშვილი – ევროკავშირი იქცა სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის, კონფლიქტის და არა მშვიდობის ტერიტორიად – სად ვიქნებოდით წნეხისთვის რომ არ გაგვეძლო? იქ, სადაც უკრაინაა, როდესაც აღარც მშვიდობა შეუძლიათ და აღარც ომი