ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა 220 ათასი 155 მმ-იანი საარტილერიო საბრძოლო მასალის შესაძენად 1,2 მილიარდი დოლარის ღირებულების კონტრაქტები გააფორმა

ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა 220 ათასი 155 მმ-იანი საარტილერიო საბრძოლო მასალის შესაძენად 1,2 მილიარდი დოლარის ღირებულების კონტრაქტები გააფორმა. ინფორმაციას ნატო-ს პრესცენტრი ავრცელებს.
კონტრაქტებს ხელი ნატო-ს მხარდაჭერისა და შესყიდვების სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, სტეის კამინგსმა ალიანსის გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თანდასწრებით მოაწერა.
ს ომი ში საბრძოლო მასალისთვის ბრძოლად იქცა, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მოკავშირეებმა შეავსონ თავიანთი მარაგი, რადგან ჩვენ ვაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
ნატო-ს ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ნატო-ს ლიდერები 2023 წლის ივლისში ალიანსის თავდაცვის წარმოების სამოქმედო გეგმაზე შეთანხმდნენ, ნატო-ს მხარდაჭერისა და შესყიდვების სააგენტომ, დაახლოებით, 10 მილიარდი დოლარის ღირებულების კონტრაქტები გააფორმა.