ჩრდილოატლანტიკური საბჭოს მონაწილე სახელმწიფოთა და მთავრობების მეთაურებმა ვაშინგტონის სამიტის დეკლარაცია გამოაქვეყნეს

ვაშინგტონში ნატოს სამიტი გრძელდება. ალიანსის ლიდერები ჩრდილოატლანტიკური ალიანსის 75 წლის იუბილეს აღნიშნავენ. შეხვედრების მეორე დღეს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს მონაწილე სახელმწიფოთა და მთავრობების მეთაურებმა ვაშინგტონის სამიტის დეკლარაცია გამოაქვეყნეს.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ ნატო სრულად უჭერს მხარს უკრაინის უფლებას, აირჩიოს უსაფრთხოების საკუთარი ზომები და გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი. ამასთან, დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ სულ უფრო მეტად თავსებადია და პოლიტიკურად ინტეგრირებული ხდება ალიანსთან და ნატო მიესალმება იმ კონკრეტულ პროგრესს, რომელსაც უკრაინამ მიაღწია ვილნიუსის სამიტის შემდეგ საჭირო დემოკრატიულ, ეკონომიკურ და უსაფრთხოების რეფორმებში.
სამიტი 11 ივლისს დასრულდება.