ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს 30-ათასლარიანი გირაო შეუფარდა

ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს, დავით შარაშიძეს ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.
ტვ “პირველის” ცნობით, პროცესს ესწრებოდა თავად ბრალდებული დავით შარაშიძე.
პროკურატურა შარაშიძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობას მოითხოვდა, გირაოს შუამდგომლობა სასამართლოს სხდომაზე ადვოკატმა დააყენა.
ადვოკატმა, სხდომის დაწყებამდე, განაცხადა, რომ პოლიციელზე განხორციელებული ჯგუფური ძალადობისთვის დაკავებული შარაშიძე ბრალს აღიარებს.
დავით შარაშიძე, ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომაროებიდან გუშინ, 29 იანვარს გადააყენეს, მის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მიმდინარე გამოძიების გამო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოზურგეთში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში, ურთიერთშელაპარაკებისას, ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარემ და მასთან ერთად მყოფმა ორმა პირმა ჯგუფურად იძალადეს პოლიციელზე, რომელიც იმ მომენტისთვის არ ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას.
სავარაუდოდ, იმის გამო, რომ პოლიციელი მომხდარის დროს სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა, -მ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილის პრიმა მუხლის “ბ” ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. საზოგადობრივი წესრიგის დამცველზე ჯგუფურად განხორციელებულ ძალადობას სისხლის სამართლის კოდექსის 353- მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტი განსაზღვრავს.
შარაშიძესთან ერთად ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე ორ პირს, რომლებიც -ს თანახმად, „მიმალვაში” არიან კვლავ ეძებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროპის ქვეყნები, იაპონია და კანადა – უმკაცრესად ვგმობთ ირანის მიერ ბოლო დროს განხორციელებულ თავდასხმებს სპარსეთის ყურეში შეუიარაღებელ კომერციულ გემებზე, სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე და ირანის მიერ ჰორმუზის სრუტის ფაქტობრივ დახურვას

არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი – კვირის მსახურება დაიწყება 09:00 საათზე, მეუფე შიო აღავლენს წირვას, მსოფლიო პატრიარქს 12:00 საათისთვის ველოდებით და წესის აგებაში მიიღებს მონაწილეობას – ეს არის მისი გადაწყვეტილება