ჩოხატაურის მერის მოადგილის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად 107 საცხოვრებელი სახლის სახურავი დაზიანდა

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ძლიერი ქარისა და წვიმის შედეგად 107 საცხოვრებელი სახლის სახურავი დაზიანდა.
როგორც ჩოხატაურის მერის პირველმა მოადგილემ მაია კუტუბიძემ “ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
მისი ინფორმაციით, ძლიერმა ქარმა და წვიმამ ელექტროენერგიის მიწოდება რამდენიმე სოფელთან შეაფერხა.
მისივე განცხადებით, მერიის შესაბამისი სამსახურები სტიქიის ადგილზე მობილიზებული არიან, ამასთან ზარალის დათვლა მიმდინარეობს.
“საცხოვრებელი სახლების, ადმინისტრაციული შენობების, სოფელ ზემო სურების საჯარო სკოლისა და ბაღის სახურავები დაზიანდა.
დაბაში, გორაბერეჟოულის ტყეპარკსა და სოფლებში წაქცეულია მრავალწლოვანი ხეები, რამაც დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები და სოფელ ჯვარცხმის სასაფლაოს ღობე. ამ წუთებში, მერიის შესაბამის სამსახურებთან ერთად, ადგილზე მობილიზებულნი არიან ჩოხატაურის „სერვის ჯგუფის“, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და „ენერგო-პრო ჯორჯიას“ წარმომადგენლები.
დაბასა და სოფლების უმეტეს ნაწილში ელექტროენერგიის მიწოდება უკვე აღდგენილია.
მიმდინარეობს ზარალის დათვლა”, – აცხადებენ უწყებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახტანგ გომელაური ზვიად ხარაზიშვილის და მილერი ლაგაზაურის დასანქცირებაზე – ძალიან კარგად ვუხდით, ჩვეულებრივად იღებენ ხელფასს – ბანკში მარტო ვიზა ბარათებია, სხვა ბარათები არ არსებობს?