ეს ბარიერის თემა საერთოდ არ გვაინტერესებს. ბატონებო და ქალბატონებო, 5% კი არა, 7%-ზე აწიეთ, მაინც მოვიგებთ, მაინც დამარცხდებით […] ოპოზიციურ პარტიებს გეგმა აქვთ, როგორ გადააზღვიონ ის ფაქტი, რომ ვთქვათ, ხმები არ დაიკარგოს და ვინმე ბარიერს მიღმა არ დარჩეს. პატივცემულო ხელისუფლებავ, ამ სიურპიზებსაც მალე მოგაწვდიან.
თქვა სტრატეგია აღმაშენებლის წევრმა, სერგო ჩიხლაძემ საარჩევნო ბარიერის დაწევის საკითხთან დაკავშირებით. მმართველი გუნდის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ეს თემა დახურულია და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები 5%-იანი ბარიერით ჩატარდება.
ქართული ოცნების თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის 2022 წლის განცხადებით, თუ საქართველო დეკემბერში ევროკავშირისგან კანდიდატის სტატუსს მიიღებს, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემითა და 2%-იანი ბარიერით ჩატარდება.