ჩიხირთმა ქათმის სუპების მსოფლიო ათეულშია

საერთაშორისო გასტრონომიულმა ჟურნალმა TasteAtlas-მა ქათმის საუკეთესო სუპების სია გამოაქვეყნა.
-ათეულში მეცხრე ადგილზეა ჩიხირთმაა, 4.2 ქულით.
ათეულში პირველი ადგილი ტაილანდურ სუპს ერგო, შემდეგ პოზიციებს ინაწილებენ: რუმინეთის, ლამონგანის, სერბეთის, პოლონეთის, სალვადორის, ვიეტნამის, კოლუმბიის კერძები. ათეულში ბოლო მეათე ადგილს, ქართული ჩიხირთმის შემდეგ,იკავებს ქათმის რუმინული სუპი.
“ესაა არის სურნელოვანი და გულიანი ქართული წვნიანი, რომელიც მიჩნეულია, რომ შესანიშნავი წამალია. იგი შედგება ქათმის ნაჭრებისგან, ხახვისგან, ნიორისგან, კარაქისგან, კვერცხისგან, ფქვილისგან, ძმრის, წყლისა და სანელებლებისგან. მას აქვს ასევე მარილი, დაფნის ფოთლები და ქინძი. კერძს აქვს ოდნავ მჟავე გემო და სქელი, კრემისებური კონსისტენცია.
წვნიანს ჩვეულებრივ ცხლად მიირთმევენ და რეკომენდებულია ახლად დაჭრილი ქინძით მორთვა,” – წერია ჩიხირთმის აღწერაში.
ქათმის საუკეთესო სუპების ნუსხაში 36-ე ადგილზეა კიდევ ერთი ქართული წვნიანი, ქათმის სუპი, რომელიც ტრადიციულად ქათმის ხორცისა და ბოსტნეულისგან მზადდება.
“სუპი ჩვეულებრივ მზადდება ქათმის, კარტოფილის, სტაფილოს, ხახვის, კარაქის, ნივრის, ნიახურის, კამის, ოხრახუშის, წიწაკის, წითელი ჩილის ფხვნილისა და მარილის კომბინაციით.
ქათამს მოხარშვამდე ადუღებენ და იღებენ. დარჩენილ ქათმის ნახარშში ანუ, ბულიონში, ყრიან ხახვს, სტაფილოს, კარტოფილს, კარაქს, წიწაკის მარცვლებს, კამას, ნიორს და ოხრახუშს. მომზადებულ ბულიონს უმატებენ ქათმის ხორცს ნიორთან და ნიახურთან ერთად.
სუფრასთან მიტანის წინ წვნიანს მარილითა და ჩილის ფხვნილით აზავებენ და შემდეგ ცხლად მიირთმევენ,” – წერია წვნიანის აღწერაში.