როგორც გუშინ გაცნობეთ, ცნობილმა მექსიკელმა ფეხბურთელმა ხავიერ ერნანდესმა იგივე “ჩიჩარიტომ”, სკანდალური განცხადება გააკეთა, მან ქალებს მამაკაცების პატივისცემისკენ მოუწოდა.
“ქალებო, მამაკაცები უნდა მიიღოთ და მათ პატივი უნდა სცეთ. ეძებთ კაცს, რომელიც თქვენზე იზრუნებს, მაგრამ სახლის დალაგებას ჩაგვრას უწოდებთ?!, ცდილობთ საზოგადოებაში დაამკვიდროთ აზრი, რომ მამაკაცები ქალებს ჩაგრავენ, სინამდვილეში კი პირიქითაა და თქვენ ახდენთ ზეწოლას ჩვენზე”, – თქვა ჩიჩარიტომ.
საქმე იქამდე მივიდა, რომ მის ამ განცხადებას მექსიკის პრეზიდენტი კლაუდია შეინბაუმი გამოეხმაურა: ჩიჩარიტო ძალიან კარგი ფეხბურთელია, მაგრამ მას ჯერ ბევრი აქვს სასწავლი. მე ვარ დედა, ბებია და დიასახლისი, მაგრამ ასევე შეიარაღებული ძალების მთავარსარდალიც ვარ, ქალებს შეუძლიათ ყველაფერს მიაღწიონ, რაც სურთ”, – განაცხადა მექსიკის პრეზიდენტმა.
ჩიჩარიტომ ამ თემასთან დაკავშირებით ბოდიში მოიხადა და აღნიშნა, რომ ვინმესთვის ტკივილის მიყენება არ სურდა.
“ყველას დიდ მადლობას ვუხდი, ვინც მხარი დამიჭირა და ჩემი ხედვები გაიზიარა. ყველას ბოდიშს ვუხდი, ვისაც გული ვატკინე, ეს აზრადაც არ მქონია.
როგორც მამას და მამაკაცს მსურდა საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან თემასთან დაკავშირებით საკუთარი აზრი დამეფიქსირებინა.
მწამს, რომ ცვლილება საკუთარი თავიდან იწყება. ამ შესაძლებლობას ვიყენებ, რათა გავიზარდო, უკეთესად გავიაზრო ყველაფერი და განვაგრძო საკუთარი თავის განვითარება, რათა გავხდე ჩემი საუკეთესო ვერსია – სიწრფელეზე, ოჯახის სიყვარულზე, ჩემს ღირებულებებსა და თქვენდამი სიყვარულზე დაფუძნებული. მადლობას გიხდით გაგებისთვის, ერთგულებისთვის, სიყვარულისთვის და მხარდაჭერისთვის ამ გზაზე,” – დაწერა ერნანდესმა სოციალურ ქსელში.
ჩავის ინდოეთის ნაკრების მწვრთნელობაზე უარი უთხრეს
მექსიკის ნაკრებს მუნდიალზე 2 ვარსკვლავი დააკლდება
ჩიჩარიტო: დაუჯერებელია, მე ამხელა ხელფასი მაქვს, ექიმებს კი – არაფერი
ჩიჩარიტო “ლოს ანჟელეს გალაქსიში” გადავიდა
ჩიჩარიტო მშობლებთან საუბრისას ატირდა: “გალაქსიში” მივდივარ მამიკო, ევროპულ ოცნებას ვტოვებ… [VIDEO]
ჩიჩარიტო ქართველების “სან ხოსეს” მთავარ მეტოქეს მიუახლოვდა
