ჩიქოვანმა აღნიშნა ივანიშვილის როლი „სახელმწიფოსთვის განგრძობადი მშვიდობის შენარჩუნებაში”

პარლამენტში ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ჩიქოვანმა საკუთარი ხედვის წარდგენის დროს ილაპარაკა ს, ირაკლი კობახიძისა და ს შესახებ. ჩიქოვანმა თითოეული მათგანის დამსახურებაზე გააკეთა აქცენტი.
„ხაზგასმით მინდა აღვნიშნო ჩვენი პარტიის დამფუძნებლის და საპატიო თავმჯდომარის, ს როლი ჩვენი სახელმწიფოსთვის განგრძობადი მშვიდობის შენარჩუნებაში, ეროვნული ინტერესების წამოწევაში, ჩვენი ქვეყნის დემოკრატიზაციაში და რეალურად ევროპულ ტრანსფორმაციაში”, – თქვა ჩიქოვანმა.
ირაკლი კობახიძის შესახებ კი თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა განაცხადა: „დიდი პატივია პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ბატონ ირაკლი კობახიძის ნდობა. სამშობლოსადმი მისი ერთგულება, საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება და დაუღალავი შრომის უნარი სამაგალითოა არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ ჩვენი ქვეყნის ნებისმიერი პატრიოტისთვის”.
რაც შეეხება ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ღარიბაშვილს, ჩიქოვანმა მას „გონიერი და ძლიერი ლიდერობისთვის” მადლობა გადაუხადა.
„პარლამენტის მიერ ნდობის გამოცხადების შემდგომ, ვუერთდები მთავრობის შემადგენლობას, ვუერთდები თანამებრძოლებს, მეგობრებს, რომლებმაც არაერთი წარმატება მოუტანეს ჩვენს სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრ ს მეთაურობით. მადლობა მას მიღწეული მნიშვნელოვანი შედეგებისთვის, ქვეყნისათვის ურთულეს პერიოდში გონიერი და ძლიერი ლიდერობისთვის და, რა თქმა უნდა, წარმატება ახალ სარბიელზე”, – თქვა თავდაცვის მომავალმა მინისტრმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომის შემდეგ, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მ 2 თებერვალს პარლამენტში წარადგინა მთავრობის შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“.
მინისტრთა კაბინეტში მხოლოდ ერთი, თავდაცვის მინისტრი იცვლება. თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირაკლი ჩიქოვანია.