ხაზგასმით მინდა აღვნიშნო ჩვენი პარტიის დამფუძნებლის და საპატიო თავმჯდომარის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის როლი ჩვენი სახელმწიფოსათვის განგრძობადი მშვიდობის შენარჩუნებაში, ეროვნული ინტერესების წამოწევაში, ჩვენი ქვეყნის დემოკრატიზაციაში და რეალურად, ევროპულ ტრანსფორმაციაში.
დიდი პატივია პრემიერმინისტრობის კანდიდატის, ბატონი ირაკლი კობახიძის ნდობა. სამშობლოსადმი მისი ერთგულება, საქმისადმი მისი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება და დაუღალავი შრომის უნარი სამაგალითოა არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ ჩვენი ქვეყნის ნებისმიერი პატრიოტისთვის.
პარლამენტის მიერ ნდობის გამოცხადების შემდგომ, ვუერთდები მთავრობის შემადგენლობას, ვუერთდები თანამებრძოლებს, მეგობრებს, რომლებმაც არაერთი წარმატება მოუტანეს ჩვენს სახელმწიფოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მეთაურობით.
განაცხადა თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ჩიქოვანმა, რომელსაც პარლამენტში კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე უსმენენ.