ჩიქობავა და ხასაია სააპელაციომ პატიმრობაში დატოვა

აღსრულების ბიუროს ავტომანქანის დაზიანების ბრალდებით დაკავებული აკაკი ჩიქობავა და გიორგი ხასაია კვლავ პატიმრობაში რჩებიან.
სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მათთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შესახებ.
30 იანვარს, საქმის პროკურორმა, როინ ხინთიბიძემ განაცხადა, რომ თუ ისინი ბრალს აღიარებდნენ და ზიანს აანაზღაურებდნენ, პატიმრობის სხვა, ნაკლებად მკაცრი ღონისძიებით შეცვლიდნენ. რადგან აქტივისტებმა ჩადენილი ქმედება აღკვეთის სხდომაზე, საქალაქო სასამართლოშივე აღიარეს და ზიანის ანაზღაურების მზაობაც გამოთქვეს, დაცვის მხარეს მოლოდინი ჰქონდა, რომ სააპელაციო სასამართლოში შეთანხმება შედგებოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

თორნიკე შარაშენიძე – ირანი ცდილობს, თავი ისლამური სამყაროს ლიდერად წარმოაჩინოს, რომელიც რაღაცას მაინც აკეთებს რეგიონში ისრაელის წინააღმდეგ – არავინ არის დაინტერესებული ახალი კატასტროფული კონფლიქტით