“ჩირჩხელა”: ინვესტორებმა რამდენიმე პროექტი შეგვიჩერეს, რადგან ქვეყანა რუსეთისკენ მიდის

ქვეყანაში არსებული გაურკვეველი მდგომარეობის გამო, არაერთმა საერთაშორისო ინვესტორმა პროექტი შეგვიჩერა, – ამის შესახებ BM.GE-სთან ქართული ნუგბარის ნაირსახეობისა და პასკების მწარმოებელი კომპანია „ჩირჩხელას“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ირმა კვაჭანტირაძემ განაცხადა.
მისი ინფორმაციით, მიმდინარე წელს, ექსპორტს ისრაელში გეგმავენ, სადაც პირველ ჯერზე 20 ტონა ჩირის ექსპორტი უნდა განახორციელონ, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ევროპული იდეოლოგიის მატარებელია, მოსალოდნელია, რომ ექსპორტი შეფერხდეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ბიზნესი უნდა მივიდეს იმ დასკვნამდე, რომ თუ კადრებს შესთავაზებს ღირსეულ ანაზღაურებას, სადაზღვევო პაკეტითა და კარიერული წინსვლით, მაშინ საკადრო პრობლემებიც აღმოიფხვრება – პაატა აროშიძე