ჩინურ საქონელზე 80%-იანი ტარიფები „სამართლიანად გამოიყურება“. ჩინეთმა თავისი ბაზარი აშშ-სთვის უნდა გახსნას – ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ჩინურ საქონელზე 80%-იანი ტარიფები „სამართლიანად გამოიყურება“, – ამის შესახებ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა.
„ჩინეთმა თავისი ბაზარი -თვის უნდა გახსნას, ეს მათთვის ძალიან კარგი იქნებოდა. დახურული ბაზრები აღარ მუშაობს“, – დაწერა ტრამპმა.
აშშ-სა და ჩინეთის მიერ დაწესებულმა 100%-ზე მეტმა ორმხრივმა ტარიფებმა, ფაქტობრივად, გაყინა ვაჭრობა მსოფლიოს ორ უდიდეს ეკონომიკას შორის.
როგორც ცნობილია, აშშ-ის ფინანსთა მინისტრი სკოტ ბესენტი და აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელი ჯემისონ გრირი შვეიცარიაში ჩინეთის ეკონომიკის მინისტრს, ჰე ლიფენგს შეხვდებიან. ეს შეხვედრა შესაძლოა, სავაჭრო დავის მოგვარებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი გახდეს.
ამავდროულად, ბოლო დღეებში გაჩნდა სიგნალები, რომ მხარეები მზად არიან ორმხრივი დათმობებისთვის.
1tv.ge