ჩინურ ბატარეებთან დაკავშირებით აშშ-ის ახალი წესების გამო, ელექტრო მანქანები შესაძლოა გაძვირდეს

ჩინურ ბატარეებთან დაკავშირებით -ის ახალი წესების გამო, ელექტრო მანქანები შესაძლოა გაძვირდეს
აშშ-ს მთავრობამ გადაწყვიტა შეამციროს საგადასახადო შეღავათები მანქანებზე, რომლებიც ჩინეთის წარმოებულ კომპონენტებს ან ბატარეებს შეიცავს. ამ შეღავათებმა მომხმარებელს 7,5 ათას დოლარამდე დაზოგვის საშუალება მისცა.
Tesla-მ უკვე გამოაცხადა, რომ ამ ცვლილების გამო, მათი ზოგიერთი მოდელი შესაძლოა გაძვირდეს. კერძოდ, ეს გავლენას მოახდენს პოპულარულ Model 3 სედანზე, მომავალში კი შეიძლება გავლენა იქონიოს Model Y-ზეც.
ახალმა წესებმა ასევე შეიძლება შეცვალოს მიწოდების ჯაჭვები, რადგან გლობალური ბატარეის წარმოების 2/3 მოდის ჩინეთიდან,. ხოლო აშშ-ის წილი დაახლოებით 10%-ია. ჩინეთი ასევე ლიდერია ბატარეის წარმოებისთვის საჭირო მინერალების გადამუშავებაში, როგორიცაა გრაფიტი.
ახალმა წესებმა ხელი უნდა შეუწყოს წარმოების გაძლიერებას შეერთებულ შტატებში. თუმცა ექსპერტები მიიჩნევენ, რომ საგადასახადო შეღავათების შემცირება ელექტრომობილების გაყიდვას შეამცირებს.
თუმცა, ზოგიერთი მწარმოებელი არ აპირებს ჩინურ კომპონენტებზე უარის თქმას, ამ წლის დასაწყისში ფორდი გეგმავდა მიჩიგანში ქარხნის აშენებას ჩინური ბატარეების წარმოების ტექნოლოგიების გამოყენებით, მაგრამ ხელისუფლებასთან უთანხმოების გამო პროექტი რამდენიმე თვის დაგვიანებით დაიწყო.
შეერთებულ შტატებში ჩინეთის საელჩომ ახალ წესებს უკვე უწოდა „ცალმხრივობისა და ეკონომიკური დაშინების ამერიკული პრაქტიკის მაგალითი“.