ჩინური Baidu უპილოტო ტაქსებს უშვებს

ჩინური კომპანია Baidu უპილოტო ტაქსის გასაშვებად ემზადება. 2024 წლის ბოლოსთვის სერვისი ქალაქ ვუჰანში ამოქმედდება და ქუჩებში 1000-მდე ტაქსი ავტოპილოტით გავა. ამის შესახებ ვებგვერდი CarNewsChina იტყობინება.
სპეციალურად ტაქსის სერვისისთვის Baidu Apollo RT6 უპილოტო ელექტრომობილები შეიქმნა. ტესტირების დროს პროტოტიპებმა ჯამში 100 მილიონი კილომეტრი დაფარეს.
Baidu-ს Apollo RT6 თვითმართვადი ტაქსი დახვეწილი ელექტრო ფურგონია ფუტურისტული დიზაინით და მცურავი კარით. სიგრძეში 4,7 მეტრია.
Baidu Apollo RT6 ტაქსის სალონში არ არის საჭე ან პედლები, აქვს 4 ინდივიდუალური სავარძელი გათბობით, მასაჟორით და დასაკეცი ფეხის საყრდენებით. სამართავად ტაქსის სენსორული და ხმოვანი კონტროლი აქვს.
ინოვაციური მანქანის ღირებულება 204 600 იუანია (28 350 დოლარი).

ასევე დაგაინტერესებთ