ჩინური კომპანიები შეიარაღებულ არმიებს ქმნიან – CNN

ჩინურმა კომპანიებმა მოხალისეთა საკუთარი არმიების შექმნა დაიწყეს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
გამოცემის თანახმად, მინიმუმ 16-მა მსხვილმა ჩინურმა კომპანიამ (მათ შორის რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელმა) შეიარაღებული ქვედანაყოფები გასულ წელს უკვე შექმნა.
ეს არმიები ცნობილია როგორც სახალხო შეიარაღებული ძალები, რომლებიც სამოქალაქო პირებითაა დაკომპლექტებული და მისი წევრები ჩვეულებრივ სამსახურებში მუშაობას განაგრძობენ.
ისინი მოქმედებენ როგორც სარეზერვო და დამხმარე ძალები ჩინეთის არმიისთვის. მათ შეუძლიათ შეასრულონ ამოცანები, დაწყებული სტიქიური უბედურებების დროს რეაგირებით, „საზოგადოებრივი წესრიგის“ შენარჩუნებითა და ომის დროს სახელმწიფო არმიის მხარდაჭერით დასრულებული.
ძალებს, რომლებიც ამჟამად ჩინეთის გარეთ არ მოქმედებენ, უფრო მეტი საერთო აქვთ -ის ეროვნულ გვარდიასთან, ვიდრე კერძო გასამხედროებულ ჯგუფებთან. მათ ძირითადად მემარჯვენე პოლიტიკური მიმართულება აქვთ.
ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ კორპორაციული ბრიგადების შექმნა ხაზს უსვამს პეკინის მზარდ შეშფოთებას საზღვარგარეთ პოტენციური კონფლიქტებისა და სოციალური არეულობის შესახებ ქვეყანაში ეკონომიკური ვარდნის ფონზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ანა ბუჩუკური – მამუკა ხაზარაძემ თქვა, თითქოს, ახალი პირობები წამოაყენაო გახარიამ, ეს სიმართლეს არ შეესაბამება – ხაზარაძემ თავის ბრიფინგში დაადასტურა, რომ მაინც და მაინც სამართლიანი არ იყო მათი პირობები