ჩინური კომპანია Kacexpo-ს ორგანიზებით, ჩინური ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება

ჩინური კომპანია Kacexpo-ს ორგანიზებით, უკვე მესამედ, საქართველოში ჩინური ნაწარმის დიდი გამოფენა-გაყიდვა – World Trade Expo Georgia 2024 გაიმართება. ღონისძიება საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“, 21-23 სექტემბერს გაიმართება და ათობით მონაწილე კომპანიას გააერთიანებს სხვადასხვა სექტორიდან: სამშენებლო მასალა და ტექნიკა; ტექსტილი; სამომხმარებლო პროდუქცია; სასოფლო-სამეურნეო სარწყავი ტექნოლოგიები; სამრეწველო აღჭურვილობა და მზის პანელები; საყოფაცხოვრებო პროდუქცია და ელექტრო მოწყობილობები ავტომობილები და ავტონაწილები; შრომის უსაფრთხოების პროდუქცია.
გამოფენა საინტერესო იქნება როგორც საცალო დამთვალიერებლისთვის ვისაც უბრალოდ საყოფაცხოვრებო ნივთების, წვრილი სამზარეულო ტექნიკის, ტექსტილის, ავტომობილის თუ ავტო ნაწილების შეძენა სურს, არამედ კიდევ უფრო საინტერესო და მნიშვნელოვანი იქნება კომპანებისთვის, ვინც ეძებენ პარტნიორებს თუ პროდუქციის მომწოდებლებს ჩინეთიდან.
როგორც გამოფენის ორგანიზატორები (Kanchen International Exhibition Group -) გვიყვებიან: „ღონისძიება ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაღრმავებას.
ეს ღონისძიება ვიზიტორებს სთავაზობს უნიკალურ შესაძლებლობას, გააფართოვონ პროფესიული კავშირები და ადგილზე მიიღონ ინფორმაცია, რომელიც დაეხმარება მათ ჩამოაყალიბონ მომავალი ბიზნეს ხედვები. დამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნება შეხვდნენ ინდუსტრიის მთავარ ფიგურებს და ადგილზე გაეცნონ ექსკლუზიურ პროდუქტებს ჩინეთიდან“.
გვესტუმრეთ, აღმოაჩინეთ ახალი ბიზნეს შესაძლებლობები და უმაღლესი ხარისხის პროდუქცია ჩინეთიდან.
გამოფენაზე დასასწრებად შეგიძლიათ გაიაროთ წინასწარი რეგისტრაცია: https://shorturl.at/LfLGZ დასწრება თავისუფალია!
გამოფენაში მონაწილეობის მიღების მსურველი კომპანიები დაგვიკავშირდით: [email protected]
Whatsapp: +8615800837670
ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში მოგვწერეთ
გელოდებით 21-22-23 სექტემბერს, წერეთლის #118-ში, 11:00-დან 18:00
მე-11 პავილიონი
(R)

ასევე დაგაინტერესებთ

გაეროს მოსახლეობის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი – მოდი, შევქმნათ გარემო, სადაც ადამიანები შეძლებენ საკუთარი რეპროდუქციული მიზნების განხორციელებას- შევქმნათ მსოფლიო, რომელიც მათი და მათი შვილების კეთილდღეობის საწინდარია