ჩინური კომპანია Kacexpo-ს ორგანიზებით, ჩინური ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება!

ჩინური კომპანია Kacexpo-ს ორგანიზებით, უკვე მესამედ, საქართველოში ჩინური ნაწარმის დიდი გამოფენა-გაყიდვა – World Trade Expo Georgia 2024 გაიმართება!

ღონისძიება საგამოფენო ცენტრ ექსპო ჯორჯიაში, 21-23 სექტემბერს გაიმართება და ათობით მონაწილე კომპანიას გააერთიანებს სხვადასხვა სექტორიდან:
სამშენებლო მასალა და ტექნიკა;
ტექსტილი;
სამომხმარებლო პროდუქცია;
სასოფლო-სამეურნეო სარწყავი ტექნოლოგიები;
სამრეწველო აღჭურვილობა და მზის პანელები;
საყოფაცხოვრებო პროდუქცია და ელექტრო მოწყობილობები
ავტომობილები და ავტონაწილები;
შრომის უსაფრთხოების პროდუქცია.
განმოფენა საინტერესო იქნება როგორც საცალო დამთვალიერებლისთვის ვისაც უბრალოდ საყოფაცხოვრებო ნივთების, წვრილი სამზარეულო ტექნიკის, ტექსტილის, ავტომობილის თუ ავტო ნაწილების შეძენა სურს არამედ კიდევ უფრო საინტერესო და მნიშვნელოვანი იქნება კომპანებისთვის ვინც ეძებენ პარტნიორებს თუ პროდუქციის მომწოდებლებს ჩინეთიდან.
როგორც გამოფენის ორგანიზატორები (Kanchen International Exhibition Group -) გვიყვებიან: „ ღონისძიება ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაღრმავებას. ეს ღონისძიება ვიზიტორებს სთავაზობს უნიკალურ შესაძლებლობას, გააფართოვონ პროფესიული კავშირები და ადგილზე მიიღონ ინფორმაცია, რომელიც დაეხმარება მათ ჩამოაყალიბონ მომავალი ბიზნეს ხედვები. დამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნება შეხვდნენ ინდუსტრიის მთავარ ფიგურებს და ადგილზე გაეცნონ ექსკლუზიურ პროდუქტებს ჩინეთიდან.“
გვესტუმრეთ, აღმოაჩინეთ ახალი ბიზნეს შესაძლებლობები და უმაღლესი ხარისხის პროდუქცია ჩინეთიდან.