2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში ჩინეთიდან ავტომობილების იმპორტი გაორმაგდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წლის ამ მონაკვეთში ქვეყანაში 27 მილიონი ამერიკული დოლარის ღირებულების ჩინური მანქანების იმპორტი განხორციელდა, რაც წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით 111%-ით მეტია. ამის მიზეზად სფეროს სპეციალისტები ძირითადად ფასისა და ხარისხის საუკეთესო კომბინაციას ასახელებენ. თუმცა გასათვალისწინებელია სხვა ფაქტორებიც.
