ჩინელმა დისიდენტმა, რომელიც ნიუ-იორკში პროდემოკრატიულ ჯგუფს ხელმძღვანელობდა, აღიარა, რომ პეკინისთვის ჯაშუშობდა

68 წლის იუანჯუნ ტანგი დიდი ხნის განმავლობაში ხმამაღლა აკრიტიკებდა ჩინეთის კომუნისტურ პარტიას და მონაწილეობდა ჩინეთის საკონსულოსთან ჩატარებულ საპროტესტო აქციებში. მან ნიუ-იორკში პროდემოკრატიული არაკომერციული ორგანიზაციაც დააარსა.
თუმცა, როგორც მან აღიარა, ის ამავდროულად ასრულებდა პეკინის სადაზვერვო სამსახურის დავალებებს და აგროვებდა ინფორმაციას თანამემამულე ჩინელი და ამერიკელი აქტივისტების შესახებ.
ტანგს ბრალი გასული წლის აგვისტოში წაუყენეს. პროკურატურა მიიჩნევს, რომ ის დავალებების შესრულებას დათანხმდა ჩინეთში ოჯახის წევრების მონახულების სანაცვლოდ.
ტანგის განაჩენს იანვარში გამოაცხადებენ. დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში მას ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია ფანჯიკიძე: თემურის მსგავსი ათი რომ გვყავდეს კიდევ, ეს ქვეყანა ელვის სისწრაფით გაიჭრებოდა წინ-მეთქი, ხშირად ვამბობდი. მისთვისაც მითქვამს. საქართველოს ვუსამძიმრებ განსაკუთრებული ადამიანის დაკარგვას

ალექსანდრე დარახველიძე სიძულვილის ენის შემსწავლელ სამმართველოზე – ეფექტი არის – ჩვენი თანამშრომლები ადასტურებენ, რომ თუკი მანამდე ხშირი იყო შეურაცხყოფის შემთხვევები, ბოლო პერიოდში ასეთი ქმედებები მნიშვნელოვნად შემცირდა