“ჩინელი დაახატავს მაცხოვარს და იმას დაწვავ, თუ ქართველი, რა მნიშვნელობა აქვს, რა გამართლებაა?“ – მამუკა მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ჟურნალისტებთან, 9 დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე, დემონსტრანტების მიერ სასახლის დაწვას გამოეხმაურა.

“ისეთ თემაზე გვიწევს ლაპარაკი, უხერხულიც კი არის, მაგრამ მიცვალებულის სასახლეზე, კუბოზე, არც მახსოვს, ასეთი რამე რომ ეხატოს, მე არ მახსენდება, ყოველ შემთხვევაში. სპეციალურად იყო არჩეული. ჩინური იყოო – ჩინური იყო, თუ იაპონური, რა მნიშვნელობა აქვს? წამოიღეს და სპეციალურად დაწვეს ისეთი, სადაც მაცხოვრის გამოსახულება იყო, ანუ იმდენად მიზანმიმართულია.

არის 1-2% ამ ქვეყანაში, ეს სატანისტური რიტუალი რაღაც ე.წ პრადვინუტობაში რომ გააქვს, საკუთარ თავს რომ იმართლებს, რომ უფრო “სვეცკია“. კიდევ ერთხელ ბოდიში ამ სიტყვებისთვის, უფრო “პრადვინუტია“, თუ მაცხოვარს წვავ და მოგწონს, თუ დედას იგინება გოგო, საზიზღარ სიტყვებს ლაპარაკობს. ქალი, იგინება ბოლო სიტყვებით და ეს, მათი აზრით, არის „პრადვინუტობა“, წარმოუდგენელი ამბავია.

მერე გამოდიან ვიღაცები და “აკუმირებენ“ ისეთ ხალხს, დიდი ბოდიში ასეთ თემებზე რომ ვლაპარაკობ, ჯობია წყლის ჭავლს მაინც მიუშვირონ თავი, წარმოუდგენელი ამბავია. რაღაც ამ “სვეცკობას“, მათი აზრით, არც განათლება სჭირდება, არაფერი სჭირდება, არც აზრზე მოსული ადამიანი იყო – როგორც იტყვიან ხოლმე, არა, ეს არ სჭირდება, უბრალოდ დედას უნდა იგინებოდეს, რაღაც საზიზღარ სიტყვებს ლაპარაკობდეს, მაცხოვრის გამოსახულებიანი ნივთების დაწვას უნდა მიესალმებოდეს და ეს არის თანამედროვე. ეს უკიდურესი გოიმობაა“, – თქვა მამუკა მდინარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

სამწუხაროდ, ადამიანებს დაავიწყდათ, რომ ჩვენ თუ მართლმადიდებელ ქვეყანაში ვცხოვრობთ, მართლმადიდებლად ვართ მონათლულები, გვყავს პატრიარქი, მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ მისი კურთხევა შევასრულოთ

ანტიფაშისტურად განწყობილი უმრავლესობა თუ დროზე არ გამოფხიზლდება და არ დაანახვებს საკუთარ ძალას, ლიბერალ-ფაშისტებს, ხელისუფლების ძალადობრივად დაუფლების სურვილი, კიდევ უფრო გაუძლიერდებათ, რაც ქვეყნის რყევასა და ეკონომიკის ვარდნას გამოიწვევს

სიცრუე და სიძულვილი ორი მთავარი იარაღია, რომელსაც ჩვენი ოპონენტები იყენებენ ჩვენს წინააღმდეგ, მაგრამ საბოლოო ჯამში, გამარჯვება ჩვენს მხარეს რჩება ხოლმე, ჩვენ უკვე 9 არჩევნები მოვუგეთ ოპოზიციას, მიუხედავად მათი სიცრუის მანქანისა და ქუჩაშიც ვერაფერს აღწევენ