„ჩინელები საკმაოდ ბევრ ბინას ყიდულობენ – სამშენებლო კომპლექსში ზოგს 20-25 ბინაც აქვს შეძენილი“

ს მოქალაქეების აქტიური შემოსვლა აღარ ხდება, რამაც საცხოვრებელი უძრავი ქონების ტრანზაქციებში მათი წილის შემცირება განაპირობა,“ – ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ „ნოუბლ რიალ ისთეითის“ თანადამფუძნებელმა ვაჟა მებაღიშვილმა განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ „გალთ ენდ თაგარტის“ უძრავი ქონების ბაზრის კვლევის მიხედვით, რუსეთის წილის შემცირების პარალელურად გაზრდილია ს მოქალაქეების მიერ ქონების შეძენის შემთხვევები. მებაღიშვილი განმარტავს, რომ ისრაელის შემთხვევაში მთავარი მიზეზი არის მიმდინარე ომი და ისრაელიდან მიგრაციის გაზრდილი მაჩვენებელი.
„აქტიური შემოსვლა აღარ ხდება რუსეთის მოქალაქეების და ამან განაპირობა ბინების ტრანზაქციებში მათი წილის შემცირება. იქამდე მათი წილი ბაზარზე იმდენად დიდი იყო, რომ ახლა უკვე საგრძნობია მოთხოვნის შემცირება. რაც შეეხება ისრაელს, ისრაელის მოქალაქეების მხრიდან საცხოვრებელი ბინების შეძენა განპირობებულია მიმდინარე ომით. ზოგადად, დიდი მნიშვნელობა აქვს რეგიონში სტაბილურობას, ისრაელს ძალიან დაძაბული ვითარება აქვს ამჟამად, მიმდინარეობს ომი და ეს იწვევს ქვეყნიდან მიგრაციას,“ – განაცხადა მებაღიშვილმა.
კითხვაზე, როგორია უცხო ქვეყნის მოქალაქეების მხრიდან მოთხოვნა საქართველოში უძრავი ქონების შეძენაზე, მებაღიშვილი ამბობს, რომ მომართვიანობა საკმაოდ დიდია. მანვე ისაუბრა ჩინეთის მოქალაქეების მხრიდან გაზრდილი მოთხოვნაზე.
„ჩემი კოლეგებისგანაც მოვისმინე, რომ საკმაოდ დიდია მოთხოვნა, აქტიურად შემოდიან ჩინეთის მოქალაქეები და საკმაოდ ბევრ ბინას ყიდულობენ. როგორც მაქვს ინფორმაცია, სხვადასხვა სამშენებლო კომპლექსში ზოგს 20-25 ბინაც აქვს შეძენილი,“ – განაცხადა ვაჟა მებაღიშვილმა.
bm.ge