ჩინეთ-ს საზღვარზე ძლიერი მოხდა, არიან დაშავებულები

ჩინეთ-ს საზღვარზე 7.0 მაგნიტუდის მოხდა. ჩინეთის მიწისძვრის ქსელების ცენტრმა განაცხადა, რომ მიწისძვრის ეპიცენტრი სინძიანის რეგიონში, უშუს მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა და სტიქიის ზონაში დაახლოებით 200 მაშველი გაგზავნეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ექვსი ადამიანი დაშავდა და 120-ზე მეტი სახლი დაზიანდა. დაშავებული ექვსი ადამიანიდან ორს მძიმე დაზიანებები აღენიშნება. მიწისძვრამ ელექტროგადამცემი ხაზებიც დააზიანა, თუმცა მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება მალევა აღუდგა. ჩინეთის მიწისძვრის ქსელების ცენტრის ცნობით, მიწისძვრის შემდეგ 40-მდე ბიძგი დაფიქსირდა.
ბიძგები მეზობელ ქვეყნებში – ყირგიზეთსა და ყაზახეთშიც იგრძნობოდა. ყაზახეთის ქალაქ ალმათიში, მოქალაქეებმა სახლები დატოვეს და ქუჩებში გამოვიდნენ. არსებული ინფორმაციით, ყირგიზეთსა და ყაზახეთში არავინ დაშავებულა.

ასევე დაგაინტერესებთ

“ამ წუთებში, როცა თქვენ ამას კითხულობთ, ირანი – ქვეყანა 92 მილიონზე მეტი მოსახლით – რეალურ დროში ნადგურდება. თითქმის სრული ბლეკაუტი 24 საათზე მეტხანს: არ არის ინტერნეტი, არ არის სატელეფონო კავშირი, საერთოდ არ არსებობს კომუნიკაცია. და — სიჩუმე” (ვიდეო)

მეუფე შიო – ყველანაირად ვეცადოთ, ღვთის მცნებებით ვიცხოვროთ, მაშინ წმინდა ანგელოზები არასდროს დაგვტოვებენ, ყოველთვის ჩვენთან იქნებიან და მათ შეწევნას ვერანაირი ბოროტი ძალა ვერ მოერევა